понедельник, 23 ноября 2009 г.

mikrotik OS -ის ინსტალაცია CD დისკიდან

მარტივად განვიხილავ თუ როგორ დავაყენოთ mikrotik OS კომპზე CD დისკიდან.
იმისთვის რომ mikrotik დავაყენოთ საჭიროა მინიმუმ P 1 -ის დონის კომპიუტერი რომელსაც ექნება 64 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ვინჩესტერი მინიმუმ 100 მეგაბაიტის ტევადობის ასევე ქსელის კარტებიც . ვქაჩავთ mikrotik- ის დისკის იმეიჯს (*.iso) ფაილს აქედან , დაკრეკილი ვერსის დაქაჩვა შეგიძლიათ აქედან .

1) პირველ რიგში ნეროს ან სხვა ამდაგვარი პროგრამის დახმარებით ვწერთ ამ (*.iso) ფაილს დისკზე.

2) შემდგომ ვდებთ სიდირომში და first boot -ს ვაყენებთ CD-ROM -ზე და ვტვირთავთ დისკიდან.3) შემდგომ გამოვა მენიუ სადანაც ჩვენ ავირჩევთ სხვადასხვა პაკეტს ინსტალაციისთვის .
 Welcome to MikroTik Router Software installation

Move around menu using 'p' and 'n' or arrow keys, select with 'spacebar'.
Select all with 'a', minimum with 'm'. Press 'i' to install locally or 'r' to
install remote router or 'q' to cancel and reboot.

ჩვენს შემთხვევაში ვაწვებით ღილაკ "a"-ს და მოვნიშნავთ ყველა პაკეტს ხოლო შემდგომ რილაკ "i"-ს .
4) შემდგომ გამოვა ორი კითხვა
Do you want to keep old configuration? [y/n]:

უდასტურებთ და ვაწვებით რილაკ "N"-ს და "Enter"-ს.
შემდგომ შეგვეკითხება
Warning: all data on the disk will be erased!

Continue? [y/n]
უდასტურებთ და ვაწვებით რილაკ "Y"-ს და "Enter"-ს.

5) შემდგომ სისტემა დაიწყებს დისკის ფორმატირებას და სისტემის და პაკეტების ინსტალაციას , ბოლოს მოგთხოვთ "Enter" - ზე დაკლიკებას რომ გადაიტვირთოს და ჩაიტვირთოს mikrotik OS .
6) ჩატვირთვისას სისტემა მოგთხოვთ სახელს და პაროლს სისტემაში სესვლისთვის .
ვუწერთ მომხმარებლის სახელში admin -ს ხოლო პაროლის გრაფას ვტოვებთ ცარიელს და ვაკლიკებთ "Enter"-ს.
7) შემდგომ ვამოწმებთ ინტერფეისებს და ვუწერთ IP -მისამართს.
ვწერთ :
interface print (ინტერფეისების ნახვა)

IP - მისამართის ჩასაწერად აკრიფეთ :

ip address add address=192.168.0.245/24 interface=ether1

ამ ბრძანების შედეგად ინტერფეის ether1 მიენიჭება IP 192.168.0.245 mask:255.255.255.0 (/24)

8) ბროუზერსი ვკრიფავთ http://192.168.0.245 და გამოვა mikrotik - ის ვებ ინტერფეისი საიდანაც ვქაჩავთ winbox -ს და მისი მესვეობით ვუკავშირდებით mikrotik -ს სამართავად.
winbox არის ადვილი სამართავი პროგრამა mikrotik-ისთვის .