მიკროტიკის არცთუ ახალი დევაისი , ფაქტიურად იდეალური გადაწყვეტილება თავის კლასში და ფასსში PoE out სვიჩ/როუტერი , მონაცემები იდენტური რაც Routerboard RB750 –ს გააჩნია , უბრალოდ დამატებული აქვს PoE კონტროლერი და ინტეგრირებულია Mikrotik OS -ში მენეჯმენტისთვის. აღნიშნულ როუტერს გააჩნია 5 მართვადი/ლოგიკური პორტი , აქედან ether1 –ს აქვს PoE in (შემსვლელი პორტი) და ether2,ether3,ether4,ether5 პორტებზე PoE out (გამომსვლელი პორტები) ფუნქცია , რამდენიმე რჩევა მათთვის ვინც აპირებთ ამ როუტერის გამოყენებას.
აღნისშნულ როუტერებს PoE კონტროლერის მხარდაჭერა გააჩნია 5.20 ვერსია OS იდან , ასევე ზოგ ახალ ვერსიაზე ვერ მუშაობს (6.xx ver) ,ზოგი ვერსიას ბაგი გააჩნია და ვერ მუშაობს აღნიშნული კონტროლერი ნორმალურად.
გამოცდილ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს 5.22 , 5.24 ვერსიები . ამ ვერსიებს გააჩნიათ PoE chip –ის ახალი frimwiare რომელშიც გაზრდილია თვითეულ პორტზე გამომავალი დენის სიმძლავრე :
feature | version 1.x | version 2.0 |
---|---|---|
max limit on port | 500mA | 1A |
total limit | 2A | 2.2A |
poe-priority | not available | per port priority adjustable |
monitoring | not available | information about each port |
PoE in long cable mode | not available | available |
Check PoE controller FW version | newer RouterOS | available |
როუტერის განახლების შემდგომ პირველ რიგში ვანახლებთ BootLoader –ს ხოლო შემგომ PoE chip frimwiares –ს
(MikroTik RouterOS 5.22 )
/sy routerboard upgrade
Do you really want to upgrade firmware? [y/n]
ვადასტურებთ და ვარესტარტებთ როუტერს.
/ sy routerboard pr
routerboard: yes
model: 750UP
serial-number: 223201377915
current-firmware: 3.0
upgrade-firmware: 3.0
––––––––––––––––––
/in eth poe sett up
Do you really want to upgrade PoE firmware? [y/n]
აქაც ვადასტურებთ და ვარესტარტებთ როუტერს.
/in eth poe sett pr
version: 2.1
ether1-poe-in-long-cable: no
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კონკრეტულ პორტზე PoE out –ის ჩართვა ან გამორთვა:
/ in ethernet set ether2 poe-out=auto-on
PoeOut ::= auto-on | forced-on | off
კონკრეტულ პორტის PoE out –ის მონიტორინგი:
/ in eth poe monitor ether2
name: ether2
poe-out-voltage: 26.7V
poe-out-current: 92mA
poe-out-power: 2.4W
-- [Q quit|D dump|C-z pause]
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამატებითი კონფიგურაციისთვის შეგიზლიათ ნახოთ ოფიციალური მანუალი : http://wiki.mikrotik.com/wiki/Manual:PoE-Out