понедельник, 11 марта 2013 г.

Routerboard RB750UP PoE out switch/router



 მიკროტიკის არცთუ ახალი დევაისი , ფაქტიურად იდეალური გადაწყვეტილება თავის კლასში და ფასსში  PoE  out   სვიჩ/როუტერი , მონაცემები იდენტური რაც Routerboard RB750 –ს გააჩნია  ,  უბრალოდ დამატებული აქვს PoE  კონტროლერი და ინტეგრირებულია  Mikrotik OS -ში მენეჯმენტისთვის. აღნიშნულ როუტერს გააჩნია 5 მართვადი/ლოგიკური პორტი , აქედან ether1 –ს  აქვს  PoE in  (შემსვლელი პორტი) და ether2,ether3,ether4,ether5   პორტებზე PoE out (გამომსვლელი პორტები) ფუნქცია ,  რამდენიმე  რჩევა მათთვის ვინც აპირებთ ამ როუტერის გამოყენებას. 
აღნისშნულ  როუტერებს   PoE  კონტროლერის მხარდაჭერა გააჩნია 5.20 ვერსია  OS  იდან , ასევე ზოგ ახალ ვერსიაზე ვერ მუშაობს (6.xx ver) ,ზოგი ვერსიას ბაგი გააჩნია და ვერ მუშაობს აღნიშნული კონტროლერი ნორმალურად.

გამოცდილ ვერსიად  შეიძლება ჩაითვალოს 5.22  , 5.24 ვერსიები . ამ ვერსიებს გააჩნიათ   PoE chip  –ის ახალი frimwiare  რომელშიც გაზრდილია თვითეულ პორტზე გამომავალი დენის სიმძლავრე :



feature version 1.x version 2.0
max limit on port 500mA 1A
total limit 2A 2.2A
poe-priority not available per port priority adjustable
monitoring not available information about each port
PoE in long cable mode not available available
Check PoE controller FW version newer RouterOS available

როუტერის  განახლების შემდგომ  პირველ რიგში ვანახლებთ  BootLoader –ს  ხოლო  შემგომ  PoE chip frimwiares  –ს

 (MikroTik RouterOS 5.22 )

/sy routerboard upgrade
Do you really want to upgrade firmware? [y/n]
ვადასტურებთ  და ვარესტარტებთ როუტერს.
/ sy routerboard pr
       routerboard: yes
             model: 750UP
     serial-number: 223201377915
  current-firmware: 3.0
  upgrade-firmware: 3.0



––––––––––––––––––
/in eth  poe  sett  up
Do you really want to upgrade PoE firmware? [y/n]

აქაც ვადასტურებთ  და ვარესტარტებთ როუტერს.
/in eth  poe  sett  pr
   version: 2.1
  ether1-poe-in-long-cable: no
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კონკრეტულ პორტზე PoE out  –ის ჩართვა ან გამორთვა:
/ in ethernet set ether2 poe-out=auto-on
PoeOut ::= auto-on | forced-on | off

კონკრეტულ პორტის  PoE out  –ის მონიტორინგი:
/ in eth  poe   monitor ether2
                 name: ether2
                 poe-out-voltage: 26.7V
                 poe-out-current: 92mA
                 poe-out-power: 2.4W
-- [Q quit|D dump|C-z pause]

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამატებითი  კონფიგურაციისთვის შეგიზლიათ ნახოთ ოფიციალური მანუალი : http://wiki.mikrotik.com/wiki/Manual:PoE-Out




Комментариев нет:

Отправить комментарий